Belive

UEFA-ს პასუხი რუსეთს | უკრაინის მაისური რეგულაციებს შეესაბამება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინამ “ევრო 2020”-ის მაისური წარადგინა – ახალ ფორმაზე ქვეყნის საზღვრის კონტურია დატანილი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასევე, მაისურზე ვხვდებით წარწერას: “დიდება უკრაინას”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინელთა ორიგინალური გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა. უკრაინის ახალ მაისურს რუსეთში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მაისურზე გამოსახული საზღვრის კონტური ნაციონალისტურია და ნაცისტურ სულისკვეთებასთან ასოცირდება. რამდენიმე წუთის წინ, UEFA-ს ოფიციალური განცხადება გავრცელდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის სათამაშო ფორმა ეკიპირებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს სრულად შეესაბამება და აკრძალვის საჭიროება არ არსებობს.
"EURO 2020-ზე საასპარეზოდ, უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და სხვა ნაკრებების ფორმები სრულად შეესაბამება ეკიპირებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს", - აღნიშნულია UEFA-ს განცხადებაში.

სხვა სტატიები