Belive

უეინ რუნი: "კლოპის ერთადერთი შეცდომა ლივერპულია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა უეინ რუნიმ იურგენ კლოპის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანელი სპეციალისტის შეცდომა "ლივერპულში" მოღვაწეობაა. "იურგენი სწორედ ის მწვრთნელია, რომელთან მუშაობაზეც ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი დათანხმდებოდა. მას რამდენჯერმე შევხვდი, იგი დიდებული პიროვნებაა." "უდიდეს პატივს ვცემ იურგენ კლოპს და ვაფასებ იმ ყველაფერს, რასაც მან უკვე მიაღწია - არა მხოლოდ "ლივერპულში", არამედ "დორტმუნდშიც". კლოპის ერთადერთი შეცდომა "ლივერპულში" მუშაობა და "ლივერპულთან" ერთად წარმატების მიღწევაა", - აღნიშნა უეინ რუნიმ.

სხვა სტატიები