Belive

უეინ რუნი: "კოშმარი იქნება, თუ ლივერპული პრემიერ ლიგას მოიგებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნის განცხადებით, მას პრემიერ ლიგის სათავეში "ლივერპულის" ყოფნა არც კი წარმუდგენია. ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა მოთამაშემ კარიერა "ლივერპულის" პრინციპული მეტოქე გუნდში, "ევერტონში" დაიწყო, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მოჰყვა. რუნის სიტყვებით, მას ურჩევნია პრემიერ ლიგა "მანჩესტერ სიტიმ" მოიგოს, ვიდრე "ლივერპულმა". ამ მომენტისთვის "მერსისაიდელები" პრემიერ ლიგის სათავეში 76 ქულით არიან. მეორე პოზიციას "სიტი" იკავებს, თუმცა გვარდიოლას შეგირდებს 1 თამაშით ნაკრები აქვთ ჩატარებული. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით რუნი talkSPORT-ს ესაუბრა: "იმედი მაქვს, პირველ ადგილს მანჩესტერ სიტი დაიკავებს. პირველ პოზიციაზე ლივერპულის დანახვა ნებისმიერი ევერტონის გულშემატკივრისთვის კოშმარი იქნება," აღნიშნა რუნიმ.

ასევე იხილეთ: უეინ რუნიმ ამერიკაში გაიბრწყინა: 3 გოლი და საგოლე გადაცემა (ვიდეო)

სხვა სტატიები