Belive

უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნიმ დღეს, 35 წლის ასაკში, საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო - აღნიშნულ ინფორმაციას "დერბი ქაუნთის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, რუნი სწორედ ინგლისური კლუბის მწვრთნელი-მოთამაშე იყო. ამიერიდან კი, უეინი "დერბის" მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს. რაც შეეხება ინგლისელის კარიერას, რუნიმ პირველად თამაში "ევერტონის" რიგებში დაიწყო. უეინი 2004 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც წარუშლელი კვალი დატოვა. მან "წითელი ეშმაკობის" 13 წლიანი ისტორიის მანძილზე პრემიერ ლიგის 5 და ინგლისის ლიგის თასის 4 ტიტულის მოგება მოახერხა. რუნი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული თითოჯერ გახდა, რის შემდეგაც კვლავ "ევერტონს" დაუბრუნდა. მოგვიანებით იყო MLS და "დისი იუნაიტედი", ბოლოს კი სწორედ "დერბი".

სხვა სტატიები