Belive

უეინ რუნის 4 ყველაზე რთული მეტოქე

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეინ რუნიმ 4 ყველაზე ძლიერი და რთული მეტოქე დაასახელა ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში.  "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი 35 წლის ვარსკვლავი ახლა "დერბის" ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო. ინგლისელი მოთამაშის ყველაზე წარმატებული პერიოდი "წითელ ეშმაკებს" უკავშირდება, გუნდთან ერთად რუნიმ ხუთი პრემიერ ლიგის, ერთი ჩემპიონთა ლიგის და ერთიც ევროპა ლიგის მოგება შეძლო. როდესაც რუნის ჰკითხეს ყველაზე რთული მეტოქის შესახებ, ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია, ინგლისელმა ფორვარდმა ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით დაასახელა. მეკარის პოზიციაზე "მადრიდის რეალის" ლეგენდა იკერ კასილასი დაასახელა. "საუკეთესო მეკარე, ვისთანაც კი მითამაშია, იკერ კასილასია. მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯია",- განაცხადა რუნიმ.

საუკეთესო მცველად ფორვარდმა თანამემამულე, "ჩელსის" ლეგენდა ჯონ ტერი დაასახელა. "საუკეთესო მცველი ალბათ ჯონ ტერი, ის კარგად კითხულობდა თამაშის მიმდინარეობას, ფიზიკურად კარგად იყო მომზადებული, მის წინაღმდეგ თამაში ყოველთვის რთული იყო".

რაც შეეხება საუკეთესო ნახევარმცველს, რუნიმ ამ პოზიციაზე "ბარსელონას" ყოფილი მოთამაშე ხავი დაასახელა. "მას ყველაფერი აქვს: გასაოცარი გადაცემა, შორსმჭვრეტელობა, კრეატიულობა და ლიდერის თვისებები",- ამბობს რუნი ხავიზე.

საუკეთესო თავდამსხმელად ინგლისელმა მოთამაშემ "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი ლეო მესი დაასახელა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია. "საუკეთესო შემტევი ლეო მესია. ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა და ჩემთვის დიდი პატივია მოედანზე მასთან ერთად ყოფნა".

თავისი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში უეინ რუნიმ ინგლისის ჩემპიონატში 208 გოლის გატანა შეძლო, ამ შედეგით ის მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება, რომელსაც 260 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები