Belive

უეინ რუნის დერბი ქაუნთი ჩემპიონშიპიდან გავარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დერბი ქაუნთი" ინგლისის მე-3 ლიგაში გავარდა - უეინ რუნის გუნდმა დღეს "ქპრ"-სთან წაგებული მატჩის (1:0) შემდეგ, ჩემპიონშიპში ადგილი დაკარგა. დაფიქსირებული შედეგებით, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის გაწვრთნილ "დერბის" გავარდნის საფრთხე არ შექმნოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, გუნდს 21 ქულა დააკლდა. მიუხედავად მოგებული 13 მატჩისა, ხსენებული მიზეზის გამო "დერბი ქაუნთის" 31 ქულა აქვს, რაც ჩემპიონშიპში დასარჩენად საკმარისი არ გამოდგა. უეინ რუნი "დერბის" მთავარი მწვრთნელი გასული წლის იანვარში გახდა. უეინს გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები