Belive

უელბეკი უოტფორდში გადავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, დენი უელბეკი "უოტფორდის" ფეხბურთელი გახდა. 28 წლის თავდამსხმელი "არსენალში" 5 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა ხშირად ძირითად შემადგენლობაში ყოფნის საშუალება არ ეძლეოდა. დენი უელბეკმა "არსენალის" მაისური 126-ჯერ მოირგო და 32 ბურთი გაიტანა. მანამდე ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა, სადაც 142 თამაშში 29-ჯერ გამოიჩინა თავი. "უოტფორდი" სეზონის პირველ თამაშს 10 აგვისტოს "ბრაიტონთან" გამართავს.

სხვა სტატიები