Belive

უელბეკმა მძიმე ტრავმა მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგაზე, ლისაბონის "სპორტინგთან" გამართულ მატჩში "არსენალის" თავდამსხმელმა, დანი უელბეკმა მძიმე ტრავმა მიიღო. ინგლისელ ფორვარდს მოედნის დატოვება 29-ე წუთზე მოუწია: იგი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეცვალა. თამაშის დასრულების შემდეგ უნაი ემერიმ დაადასტურა, რომ უელბეკი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი: "ტრავმები გუნდისთვის საშინელებია. ჩვენი ინფორმაციით, უელბეკმა მძიმე ტრავმა მიიღო. დანი შესანიშნავი ადამიანი და ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. მისი ტრავმა ჩვენთვის ძალიან მძიმე ინფორმაციაა," განაცხადა "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა.

იხილეთ არსენალი - სპორტინგის მატჩის მიმოხილვა 

სხვა სტატიები