Belive

უელსთან, ბელინგემის ნაცვლად, ჯორდან ჰენდერსონი ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უელსთან მომავალი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის, ინგლისის ნაკრებში ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარეთ საუთგეიტმა გადაწყვიტა, რომ ჯუდ ბელინგემი სათადარიგოთა სკამზე გადასვას და მის ნაცვლად, ძირითადში ჯორდან ჰენდერსონმა ითამაშოს.

აღნიშნულ ინფორმაციას The Sun და Sky Sports ადასტურებს.

"სამი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა აშშ-სთან ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო, რომ საუთგეიტმა მოედანზე ფილ ფოდენი არ გამოიყვანა.

ინგლისი ამჟამად B ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. მისი მომავალი მოწინააღმდეგე უელსი კი, 1 ქულით ბოლო ადგილზეა. აღნიშნული დაპირისპირება ხვალ 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები