Belive

უეფა 2024 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას ნიუ-იორკში აპირებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეჭვი არავის ეპარება იმაში , რომ ფეხბურთი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული სპორტია. ფეხბურთს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, ევროპის ტოპ კლუბები უამრავ მაყურებელს იზიდავს. ჩემპიონთა ლიგა კი ყველაზე დიდი გამოწვევაა , როგორც გულშემატკივრისთვის , ასევე  ფეხბურთელებისთვის. ჩემპიონთა ლიგას სპონსორები და მაყურებლები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჰყავს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საუბრები ფინალის ევროპის გარეთ ჩატარების შესახებ. სტადიონი "The MetLife" , რომელიც მდებარეობს ნიუ-ჯერსიში , არის სრულიად თანამედროვე და უეფას სტანდარტებს მთლიანად აკმაყოფილებს. ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზემოთ ხსენებულ სტადიონზე ფინალის ჩატარება. 2022 წელს ლიგის ფინალს მიუნხენის "ბაიერნის" სტადიონი "ალიანც არენა" უმასპინძლებს. ხოლო 2023 წელს ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე "უემბლის" სტადიონი აიღებს. ლიგის ფინალის ამერიკაში ჩატარების უკანასკნელი მცდელობა კრახით დასრულდა, მაგრამ ახლა უეფას მესვეურებს აქვთ იმედი , რომ ყველაფერი წარმატებით გამოუვათ. ამერიკაში ფინალის ჩატარებას ამჯერად უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს.
ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. ნიუ-იორკში გამგზავრება იაფი არ არის , აქედან გამომდინარე ევროპელ გულშემატკივრებს  შეიძლება გაუჭირდეთ ამერიკაში ჩასვლა და ფინალზე დასწრება. უეფასთვის ამ გეგმის განხორციელება გარკვეულწილად რისკი იქნება. მმართველი ორგანო მიიღებს დეტალურ რეკომენდაციებს , თუ როგორ ჩაატარონ ფინალი ამერიკაში. ასევე მიდის საუბარი იმის შესახებ , რომ 2019/2020 წლის ლა ლიგის სეზონის მატჩი მადრიდის "ატლეტიკოს" და "ვილიარეალს" შორის გაიმართოს მაიამიში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ლა ლიგის რიგითი შეხვედრა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე , რომ უეფას სერიოზულად მოუწევს ფიქრი  2024 წლის ფინალის გეგმებზე.

სხვა სტატიები