Belive

უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ოთხთა ფინალის ფორმატის დანერგვას განიხილავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი, შესაძლოა, ,,ოთხთა ფინალის'' ფორმატით ჩატარდეს, ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა:
,,ჩემპიონთა ლიგაზე ,,ოთხთა ფინალის'' ფორმატს მხარს ვუჭერ. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, ეს შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით კარგი გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ასეთ ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. გასულ წელს პორტუგალიაში ჩატარებული ,,რვათა ფინალი'' მოგვეწონა, თუმცა მან 2 კვირას გასტანა, რაც ზედმეტია. 2024 წლის შემდეგ ,,ოთხთა ფინალის'' დანერგვას თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. ერთი მხრივ, ეს ფანტასტიკური მოვლენა იქნება - ფეხბურთის კვირას სხვადასხვა ღონისძიება დაემატება, მათ შორის კონცერტებიც. მაგრამ, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდები საკუთარ სტადიონზე თამაშის შესაძლებლობას დაკარგავენ,'' - ჩეფერინის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.
გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ე.წ ,,რვათა ფინალის'' ფორმატით ჩატარდა. სეზონი მიუნხენის ,,ბაიერნის'' გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში ,,პარი სენ ჟერმენი'' დაამარცხა.

სხვა სტატიები