Belive

უეფა ევრო 2020-ის დეკემბერში ჩატარებას განიხილავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი გაჩერებულია. ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად პრემიერ ლიგა არის. არ წყდება ხმების იმის შესახებ, რომ შეიძლება სეზონი ჩაიშალოს და "მერსისაიდელები" ჩემპიონები ვერ გახდნენ. ასევე გაჩერებულია ჩემპიონთა ლიგა და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირები. "ტელეგრაფზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ "უეფაში" გაჩნდა საუბრები იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდეს. თუ ეს ასე მოხდება ყველა ჩემპიონატი ბოლომდე დასრულდება.. ეს კი ერთგვარი რეპეტიცია იქნება 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის. მოგეხსენებათ, რომ ხსენებული მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, სწორედ ზამთარში უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები