ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უეფა განიხილავს, რომ ევროპირველობაზე 24 ნაკრების ნაცვლად, 32-მა ნაკრებმა იასპარეზოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზაცია 2023 წლამდე მიიღებს, ცვლილება კი ძალაში 2028 წლის ევროპის ჩემპიონატიდან შევა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, საკვალიფიკაციო ეტაპი შეიცვალოს ან საერთოდ გაუქმდეს.
ამჟამინდელი ფორმატით (24-ნაკრებიანი ჩემპიონატი) ევროპის ჩემპიონატი 2016 წლიდან იმართება, 1996 წლიდან 2012 წლის ჩათვლით კი ტურნირში 16 ნაკრები მონაწილეობდა.
მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა მსოფლიო ჩემპიონატზე – 2026 წლიდან მუნდიალზე 48 ნაკრები იასპარეზებს.
Expanding the Euros to 32 teams. It’s being considered by UEFA. https://t.co/dwWaN0tk5v
— Rob Harris (@RobHarris) July 11, 2021