Belive

უეფა-მ შესაძლოა რეალი, ჩელსი და სიტი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთოს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, იესპერ მოლერის განცხადებით, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი და ლონდონის ჩელსი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთონ. აღნიშნულის მიზეზი ახალ ტურნირის, სუპერ ლიგის დაანონსება გახდა. 18 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის წამყვანმა 12-მა გუნდმა (მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და ტოტენჰემი) ახალი საფეხბურთო ტურნირის, ევროპის სუპერ ლიგის შექმნა დააანონსა. ცნობილია, რომ მათ რიგებს, დამატებით 3 გუნდი შეუერთდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქმნება ერთგვარი ელიტური კლუბი, რომლის წევრებიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობაზე უარს ამბობენ. კლუბების განცხადებას გულშემატკივრებისა და საფეხბურთო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტურნირში მონაწილე გუნდების ფეხბურთელებს სანაკრებო ტურნირებზე მონაწილეობა აეკრძალებათ. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა: უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, იესპერ მოლერის თქმით, პარასკევს საბოლოოდ გადაწყდება, გააგრძელებენ თუ არა "რეალი," "სიტი" და "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ასპარეზობას. მისი თქმით, შესაძლოა მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდეს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები აღარ ვიხილოთ. გერმანული Bild-ის თანახმად, არსებობს მოვლენათა განვითარების ორი ლოგიკური სცენარი:
  1. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდება;
  2. რეალის, სიტისა და ჩელსის ნახევარფინალში ბაიერნი, პორტო და დორტმუნდი ჩაანაცვლებენ, ტურნირი კი გაგრძელდება.
ამ თემასთან დაკავშირებით, უმწვავესი განცხადება გააკეთა უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა: "24 წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატად ვმუშაობდი, თუმცა ასეთ ადამიანებს არასოდეს შევხვედრივარ", - ჩეფერინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელზე, ედ ვუდვორდზე და "იუვენტუსის" ხელმძღვანელზე, ანდრეა ანელიზე მიუთითებდა. არ ვიცოდი, რომ ჩემს ახლოს გველები მუშაობდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. საფეხბურთო სამყაროში ბევრი მატყუარას შევხვდი, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ვენდობი: ასეთები არიან ფრანგული და გერმანული კლუბების წარმომადგენლები,, რომლებიც სწორ პოზიციაზე დგანან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთი მთლიანად კორუფციაში არაა ჩაძირული, თუმცა ნამდვილად არსებობს მცირე ჯგუფი, რომელსაც ხარბი ადამიანები ხელმძღვანელობენ - ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთის მომავალი არ ადარდებთ", - განაცხადა ჩეფერინმა.
 

სხვა სტატიები