Belive

უეფა ზლატანის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს | საქმე ტოტალიზატორთან კავშირს ეხება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - საქმე შვედი ფეხბურთელისა და ტოტალიზატორს შორის კავშირს ეხება. მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩი აზარტული თამაშების მალტურ კომპანიაში, Bethard-ში გარკვეულ წილს ფლობდა, უეფა-ს წესდების თანახმად კი, ამისი უფლება არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

რა წერია უეფა-ს განცხადებაში?

უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციების 31-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, უეფა-ს ეთიკისა და სადისციპლინო საქმეების ინსპექტორი გამოძიებას ჩაატარებს. მოკვლევა შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციების სავარაუდო დარღვევას და დადგინდება, ჰქონდა თუ არა მას აზარტული თამაშების კომპანიაში ფინანსური ინტერესი. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია გამოძიების პროცესში გავრცელდება.

რას ედავებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩს

შვედური გაზეთის, Aftonbladet-ის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კომპანია, Unknown AB აზარტული თამაშების მალტურ კომპანია Bethard-ში 10%-იან წილს ფლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზლატანს კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია

სხვა სტატიები