Belive

უეფამ ბაიერნი, აინტრახტი და მანჩესტერ სიტი დააჯარიმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს გადაწყვეტილებით გერმანული გრანდი, მიუნხენის "ბაიერნი" დაჯარიმდება. ჯარიმის არსი შემდეგში მდგომარეობს - "ბაიერნისა" და "ჩელსის" შეხვედრის დროს, გერმანული კლუბის ქომაგების მიერ სტადიონზე ბანერები იყო "გამოფენილი", რითაც გერმანელები ბილეთების ფასებს აპროტესტებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით UEFA-მ "რეკორდმაისტერს" 20 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად "ბაიერნმა" დამატებით კიდევ 20 000 ევროს ოდენობის ჯარიმა მიიღო, ამის მიზეზი გულშემატკივრების მიერ დისციპლინის დარღვევა გახლდათ. ბაიერნთან ერთად კიდევ ერთი გერმანული კლუბი, "აინტრახტიც" დაჯარიმდა, მათ მრავალმხრივი დარღვევების გამო ჯამში 57 000 ევროს გადახდა მოუწევთ. დაჯარიმებულს შორისაა ასევე "მანჩესტერ სიტიც", თუმცა ქალაქელებისთვის დაკისრებული სანქცია 3 300 ევროს არ აღემატება.  

სხვა სტატიები