Belive

უეფამ დანიასთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დააჯარიმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფამ ინგლისისა და დანიის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის 30 ათასი ევროთი დაჯარიმება გადაწყვიტა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. უეფამ ასეთი გადაწყვეტილება ინგლისელი გულშემატკივრების მიერ ლაზერის გამოყენების, დანიის ჰიმნის დროს გამოხატულ უპატივცემულობისა და სტადიონზე გამოყენებული პიროტექნიკის გამო მიიღო. ევრო 2020-ის ნახევარფინალურ მატჩში ინგლისმა დანია დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 11 ივლისს, ,,უემბლიზე'' გაიმართება. უეფამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დააჯარიმა

სხვა სტატიები