Belive

უეფამ ევრო 2020-ის თილისმა წარადგინა - ბიჭუნა „სკილზი“ (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამსტერდამში, ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებების შესარჩევი მატჩის წინ, უეფამ ოფიციალურად წარადგინა ევრო 2020-ის თილისმა. ეს არის საფეხბურთო ფრისტაილერი ბიჭუნა, რომელსაც სკილზი ჰქვია. პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ საფეხბურთო ფრისტაილში მსოფლიოს ჩემპიონები – ლივ კუკი და ტობიას ბექსი. „ჩვენ მოგვეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, მთელს ევროპას ვაჩვენოთ ფრისტაილისა და ქუჩის ფეხბურთის სილამაზე. პარკში ან მსოფლიო დონის ტურნირზე ფეხბურთი ან ფრისტაილი ბურთით თვითგამოხატვის საშუალებაა“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ლივ კუკმა.

წყარო: 1tv