უეფამ გიორბელიძის საოცარი მომენტი გაიხსენა – ქართველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვო – 2:1 დაამარცხა. “ჯვაროსნების” მხრიდან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.

მატჩის ერთ-ერთი საკვანძო მოენტი გურამ გიორბელიძის საოცარი ქმედება იყო, როცა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ბურთი ფაქტობრივად ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა.

აღნიშნული მომენტი უეფას ევრო 2024-ის ოფიციალურმა გვერდმა გაიხსენა და სოცაილურ ქსელში შემდეგი წარწერა დაურთო: “ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა, გურამ გიორბელიძე. რისი ყურება განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ფეხბურთში?”.

 

(7094)

უეფამ გიორბელიძის საოცარი მომენტი გაიხსენა – ქართველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა 

სტატიის ავტორი
-