Belive

უეფამ McDonald’s-თან პარტნიორობაზე უარი თქვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1992 წლიდან პირველად, McDonald’s-ი ევროპის ჩემპიონატის სპონსორი აღარ იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. McDonald's-ის ნაცვლად უეფამ კონტრაქტი Takeaway.com-თან გააფორმა, რომელიც საკვების მიტანის სერვისის კომპანიას წარმოადგენს. კონტრაქტის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. Takeaway.com ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც 19 წლის წინ დაარსდა და ევროპის 10 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ევრო 2020 სტარტს 12 ივნისს აიღებს და 12 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირს ევროპის 12 ქვეყანა უპასპინძლებს.
  • ჯგუფური სისტემა, მერვედფინალები, ნახევარდინალები და ფინალი: ლონდონი (ინგლისი)
  • ჯგუფური სისტემა და მეოთხედფინალები: მიუნხენი (გერმანია), ბაქო (აზერბაიჯანი), სანქტ-პეტერბურგი  (რუსეთი), რომი (იტალია)
  • ჯგუფური სისტემა და მერვედფინალები: კოპენჰაგენი (დანია), ბუქარესტი (რუმინეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), დუბლინი (ირლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), გლაზგო (შოტლანდია)
ჯგუფური სისტემა:
  • ჯგუფი A: რომი (იტალია) და ბაქო (აზერბაიჯანი)
  • ჯგუფი B: სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი) და კოპენჰაგენი (დანია)
  • ჯგუფი C: ამსტერდამი (ჰოლანდია) და ბუქარესტი (რუმინეთი)
  • ჯგუფი D: ლონდონი (ინგლისი) და გლაზგო (შოტლანდია)
  • ჯგუფი E: ბილბაო (ესპანეთი) და დუბლინი (ირლანდია)
  • ჯგუფი F: მიუნხენი (გერმანია) და ბუდაპეშტი (უნგრეთი)
   

სხვა სტატიები