უეფა-მ მუნდიალზე ევროპული ნაკრებების საკვალიფიკაციო სქემა დაამტკიცა 

17 ივნისს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე ყატარში, 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ევროპული ნაკრებების შესარჩევი ფორმატი დამტკიცდა.

ცნობილია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე 55 ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდება – ხუთი ექვსგუნდიანი და 5 ხუთგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები მუნდიალის საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო 10 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც ერთა ლიგის ორ საუკეთესო ეროვნულ გუნდს შეუერთდება და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ფორუმის კიდევ 6 მონაწილეს გამოარკვევს.

სცენარი, რომელიც უეფა-მ შეიმუშავა, მასში შემავალი ყველა ქვეყნის ასოციაციის მიერ მხარდაჭერილია, ახლა ჯერი ფიფა-ზეა, რომელმაც არსებული სქემა უნდა დაამტკიცოს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიაში პირველად ზამთარში, 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

(4)

უეფა-მ მუნდიალზე ევროპული ნაკრებების საკვალიფიკაციო სქემა დაამტკიცა 

სტატიის ავტორი
-