Belive

უეფამ ნეიმარი დასაჯა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის 2019/2020 წლების გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპის 3 მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ბრაზილიელი უეფამ სოციალურ მედიაში გაკეთებული იმ განცხადებებისთვის დასაჯა, რომელიც ნეიმარმა "მანჩესტერთან" საშინაო მარცხის შემდეგ დაპოსტა. შეგახსენებთ რომ მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში დიეგო დალოს დარტყმული პრესნელ კიმპემბეს ხელზე მოხვდა, ხოლო მატჩის მთავარმა არბიტრმა VAR-ის დახმარებით პენალტი დანიშნა, რომელიც მარკუს რეშფორდმა გაიტანა და "მანჩესტერს" მეოთხედფინალის საგზური მოუტანა. "ეს უპატივცემულობაა. 4 ადამიანი რომლებმაც არაფერი იციან ფეხბურთის შესახებ სხედან ოთახში და ტელევიზორში შენელებულ გამეორებას უყურებენ, ზურგით მდგომ კიმპემბეს ან რა უნდა გაეკეთებინა ან სად უნდა წაეღო ხელები? " - დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა ნეიმარმა იმ მატჩის შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია შეიტანენ თუ არა პარიზელები აპელაციას უეფაში.

სხვა სტატიები