Belive

უეფამ ფენერბახჩე დასაჯა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფამ ,,ფენერბახჩე'' 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და მომდევნო ევროთასის საშინაო მატჩისთვის 5000-ადგილიანი ტრიბუნის დახურვა უბრძანა. საქმე ეხება კიევის ,,დინამოსთან'' ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას, სადაც თურქული კლუბის გულშემატკივრებმა მოედანზე ნივთები ისროლეს და შეურაცხმყოფელი ხასიათის პროვოკაციული შეძახილები გამოიყენეს - მეტოქის გატანილი გოლის შემდეგ ,,ფენერბახჩეს'' ფანებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სახელის სკანდირება დაიწყეს.



,,დინამომ'' ,,ფენერს'' ორი მატჩის ჯამში 2:1 მოუგო და ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც პირველ შეხვედრაში ,,შტურმთან'' 1:0 იმარჯვა. რაც შეეხება ,,ფენერბახჩეს'', სტამბოლელებმა ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლეს და პირველ მატჩში ,,სლოვაცკოს'' 3:0 მოუგეს.

სხვა სტატიები