Belive

UEFA-მ ყაზანის რუბინი ევროსარბიელიდან მოკვეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის ასოციაციამ (უეფა) რუსული საფეხბურთო კლუბი, ყაზანის "რუბინი" ევროტურნირებიდან მოკვეთა.  ფინანსური გადაცდომების გამო, "რუბინი" მომავალი ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგასა ან ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებს. რუსებმა რეგულაციები დაარღვიეს და შედეგად ბანი დაიმსახურეს. ფინანსური ფეირ ფლეი მაშინ აქტიურდება, როდესაც გუნდი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს. ყაზანის "რუბინი" 60 წლის წინ შეიქმნა და 2008 და 2009 წლებში რუსეთის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები