Belive

უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ბენზემა დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ, უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კარიმ ბენზემა დაასახელა.

მადრიდის ,,რეალის'' ფორვარდმა ფინალურ სამეულში ტიბო კურტუასა და კევინ დე ბრუინეს აჯობა.

ბენზემამ გასულ სეზონში ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდთან ერთად ლა ლიგის, ესპანეთის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

გასული სეზონის საუკეთესო სპეციალისტად ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დასახელდა - იტალიელმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ,,ბარსელონასა'' და ესპანეთის ნაკრების შემტევი, ალექსია პუტელიასი დაასახელეს, საუკეთესო ქალ მწვრთნელად კი - სარინა ვიგმანი.

სხვა სტატიები