Belive

უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები წარადგინა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში 3 ფეხბურთელი წარადგინა. ნომინაციაზე წარდგენილი ფეხბურთელებიდან, "რეალ მადრიდის" წამყვანმა მოთამაშეებმა კრიშტიანუ რონალდუმ და ლუკა მოდრიჩმა 2019 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება შეძლეს. რაც შეეხება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიამ მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა მოახერხა, თუმცა რონალდუმ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სამი ბურთი მიითვალა. "ხორვატმა" ლუკა მოდრიჩმა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა მოდრიჩის კაპიტნობით ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან დაძაბულ ორთაბრძოლაში 4:2 დათმო. ფარაონების შთამომავალმა მუჰამედ სალაჰმა 32 გოლის გატანა შეძლო პრემიერ ლიგაში. ეგვიპტელმა სპორტსმენმა 38 შეხვედრაში 32 გოლის გატანა შეძლო და რეკორდი დაამყარა. სალაჰმა ასევე უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, სადაც ესპანელ მცველთან ორთაბრძოლაში მხრის ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ შეძლო ასპარეზობა. ლივერპულელებმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ანგარიშით 3:1 დათმეს. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA) 31 აგვისტოს გამოავლენს.

სხვა სტატიები