Belive

უეფას პრეზიდენტი - სეზონი შესაძლოა მთლიანად ჩაიშალოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო, შეჩერებულია აბსოლიტურად ყველა სპორტული ღონისძიება. "უეფამ" თავის ბოლო ვიდეომიმართვაში ახსენა, რომ სეზონის დასრულება ოდნავ გადაიწევს და საბოლოო რეზულტატები 30 ივნისს იქნება ცნობილი. სულ ცოტა ხნის წინ, "უეფას" პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა: "თუ მსოფლიოში სიტუაცია არ შეიცვლება და არ იქნება იმის საშუალება, რომ ჩემპიონატები მაისში განახლდეს, მაშინ სეზონი დიდი ალბათობით ჩაშლილად გამოცხადდება." შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო გადაიდო ისეთი დიდი ჩემპიონატები როგორიც არის, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2020 წლის კოპა ამერიკა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები