Belive

უეფას რჩეული 50: დავითაშვილი ფატის, გრინვუდის და ჯეიმსის გვერდით 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. საუკეთესო ევროპელ ტალანტებს შორის საქართველოს ნაკრების და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მოხვდა. "ახალგაზრდა ნახევარმცველი გიგანტურ ნაბიჯს დგამს - საქართველოდან რუსეთის ლიგაში დამკვიდრებისკენ. წარმატებული თავდამსხმელის სულიკო დავითაშვილის ვაჟი უკვე საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს",-წერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 18 წლის ქართველზე. ამ სეზონში, დავითაშვილმა რუბინის 15 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა. სიაში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ანსუ ფატი, მეისონ გრინვუდი, რის ჯეიმსი და გაბრიელ მარტინელი არიან.

სხვა სტატიები