Belive

უეფაში ევროთასებიდან ბარსელონას, რეალისა და იუვენტუსის მოკვეთას განიხილავენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანური გამოცემის, Cope-ს ცნობით, უეფას პრეზიდენტი - ალექსანდრ ჩეფერინი ახალი ტურნირის, სუპერლიგის მხარდამჭერი გუნდებისთვის ახალ სასჯელს ამზადებს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციამ ,,მანჩესტერ სიტის'', ,,მანჩესტერ იუნაიტედს'', ,,ჩელსის'', ,,ტოტენჰემს'', ,,არსენალს'', ,,მილანს'', ,,იუვენტუსს'', ,,ინტერსა'' და ,,ატლეტიკოს'' სანქციები უკვე დააკისრა - ამ კლუბებს ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში შემოსავლის 5%-ი დააკლდებათ. რაც შეეხება ,,ბარსელონას'', ,,რეალსა'' და ,,იუვენტუსს'', რომლებსაც სუპერლიგის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, უეფასგან უფრო მკაცრი სასჯელი ელით - ჩეფერინის ინიციატივით, ეს გრანდები, შესაძლოა, მომავალი 2 წლის განმავლობაში ყველა ევროტურნირიდან მოკვეთონ. უეფაში დისკვალიფიკაციაზე საუბარი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ დაიწყება. 2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებდნენ. მასში მონაწილეობა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდებს უნდა მიეღოთ. ახალ პროექტს ჩემპიონთა ლიგა სრულად უნდა ჩაენაცვლებინა. ორი კვირის წინ, არაერთმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ახლა პროექტს მხარს მხოლოდ ,,რეალი”, ,,ბარსელონა” და ,,იუვენტუსი'' უჭერენ.



 

სხვა სტატიები