Belive

უესლი სნეიდერი ამტკიცებს, რომ შეეძლო მესის და რონალდუს დონეზე ეთამაშა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
36 წლის ნიდერლანდელმა საკუთარ თავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესისა და რონალდუს დონეზე შეეძლო თამაში. სნეიდერი მიიჩნევს, რომ მას შეეძლო არა ნაკლებ კარგად ეთამაშა ვიდრე ამას ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ აკეთებდნენ, თუმცა მას ამის სურვილი არ ჰქონია. 2010 წელს სნეიდერი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო იმ წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოსაპოვებლად. ნიდერლანდელი ჟოზე მოურინიოს იმ "ინტერის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, რომელმაც 2010 წელს ტრებლი მოიგო, ხოლო იმ წელს ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, რაშიც დიდი წვლილი სწორედ სნეიდერმა შეიტანა. თუმცა,"ინტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა "ოქროს ბურთის" მოგება ვერ შეძლო. გამოკითხვაში მან მე-4 ადგილი დაიკავა და "ბარსელონას" ერთბაშად სამ ფეხბურთელს ჩამორჩა (მესის, ინიესტასა და ხავის). სნეიდერი თვლის, რომ ის საკმარისად კარგი მოთამაშე იყო იმისათვის, რომ მესისა და რონალდუს მსგავს დონეზე ეთამაშა, მაგრამ ამისათვის მას ცხოვრებით სიამოვნებაზე უნდა ეთქვა უარი, რაც მის გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. " შემეძლო ისეთივე მაგარი ვყოფილიყავი, როგორც მესი ან რონალდუ. უბრალოდ არ მინდოდა",-განაცხადა სნეიდერმა. "ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებდი, ლეო და კრიშტიანუ სხვანაირები არიან მათ წარმატებისთვის ბევრი მსხვერპლი გაიღეს".- სნეიდერი სნეიდერის კარიერა წარმატებული და შთამბეჭდავი იყო. ყველაზე გამორჩეული მომენტი კი უდავოდ 2010 წელს "ინტერთან" და მოურინიოსთან ერთად სერია ა-ს, იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე სწორედ სნეიდერი იყო, ფეხბურთელისათვის სამწუხაროდ მაშინ ნიდერლანდები ფინალში საოცრად ძლიერ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდნენ. სნეიდერმა არაერთი ტიტული მოიგო სხვდასხვა კლუბებთნ ერთად, ასევე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ვერცხლის ბუცი და ბრინჯაოს ბურთი მოიგო.      

სხვა სტატიები