Belive

უგო ლორისი დააკავეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემის მეკარე, უგო ლორისი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. ბრიტანული მედიის თანახმად, პოლიციამ ლორისი 02:30-ზე, ბეიკერ სტრიტთან ახლოს გააჩერა, სადაც მან ალკოტესტის გავლა ვერ შეძლო. ცნობილია, რომ ფრანგმა მეკარემ წინასწარი დაკავების იზოლატორში 7 საათი გაატარა. The Sun წერს, რომ მსგავს სიტუაციაში ფრანგი მეკარე პირველად აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ლორისმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.    

სხვა სტატიები