Belive

უგო ლორისმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემისა" და საფრანგეთის ნაკრების კიპერმა, უგო ლორისმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა. ლორისი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მანუელ ნოიერს მიიჩნევს. ფრანგი კიპერის მტკიცებით, მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მეკარე შეუდარებელია. "ეჭვგარეშეა - ნოიერი საუკეთესოა! იგი ფენომენალური მეკარეა, რომელიც მომავალში კვლავ ბრწყინვალედ იასპარეზებს. მის ამჟამინდელ ფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უსაფუძვლოა",- აღნიშნა უგო ლორისმა.

სხვა სტატიები