Belive

უგოლო სერია დასრულდება - გვარდიოლამ გაბრიელ ჟესუსი დაიცვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი შემტევი მიმდინარე სეზონში ფორმიდანაა ამოვარდნილი და მეტოქის კარის აღება უჭირს. 2017 წელს, "პალმეირასიდან" "მანჩესტერ სიტიში" £27 მილიონის სანაცვლოდ გადასულმა ჟესუსმა, "ქალაქელთა" მაისურით ჩატარებულ 162 შეხვედრაში 71 გოლის გატანა შეძლო - თუმცა მიმდინარე სეზონში ფორტუნა არ სწყალობს. გაბრიელ ჯესუსის დაცვა და გამხნევება, პეპ გვარდიოლამ სცადა. "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ჟესუსი ტოპ დონის შემტევია და მისი უგოლო სერია მალე დასრულდება.
"დიახ ის ძალიან მალე დაიწყებს გოლების გატანას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ძალიან ცოტა გოლი გავუშვით - შეტევაში ჟესუსის კარგი თამაშია. ჟესუსის გოლები მსურს, მაგრამ მისი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელის მთავარი ამოცანა - მეტოქის საჯარიმოში ისეთი რამის გაკეთებაა, რასაც სხვა თავდამსხმელი ვერ შეძლებს. "ბურთის ართმევით, კონტროლის დამყარებით, მუდმივი პრესინგითა და მეტოქის საჯარიმოში ზეწოლით ჟესუსი ძალიან გვეხმარება", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები