უიგანი გაკოტრების პირასაა – კლუბის მთავარი მიზანი ინვესტორების მოძებნაა

ინგლისური პრესა მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, მათი ცნობით საფეხბურთო კლუბი “უიგან ატლეტიკი” გაკოტრების პირასაა.

ინგლისური მედიის თანახმად კლუბი ინვესტორების ძებნით აქტიურად ინტერესდება.

უპირველეს ყოვლისა კლუბის გაკოტრებას არაერთი ადამიანის უმუშევრად დატოვების საფრთხის შექმნა შეუძლია, პანდემიის პირობებში კი ეს ყველაფერი ყოვლად წარმოუდგენელია.

აღსანიშნავია, რომ “უიგანი” ინგლისურ და მსოფლიო ფეხბურთში 1932 წლიდან არსებობს და საკუთარი ქალაქის უდიდეს სიამაყესაც წარმოადგენს.

“სეზონს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, თუმცა თუ არსებული გარემოებები არ შეიცვლება და ინვესტორი არ გამოჩნდება, მომდევნო სეზონიდან “უიგანი”, როგორც საფეხბურთო კლუბი აღარ იარსებებს”, – აცხადებს კლუბის ერთ-ერთი მესვეური.

კლუბის მესვეურები ასევე აცხადებენ, რომ ამ მდგომარეობამდე მისვლა კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

“უიგანი” ჩემპიონშიფის დივიზიონში ასპარეზობს, ამჟამად გუნდი 40 თამაშში, 50 ქულით, მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

(27)

უიგანი გაკოტრების პირასაა – კლუბის მთავარი მიზანი ინვესტორების მოძებნაა

სტატიის ავტორი
-