Belive

"უიღბლო დღე და კარგი გამოცდილება" - მამარდაშვილი რეალთან მარცხს გამოეხმაურა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და (1:2) დამარცხდა. შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი ლიდერი უპირისპირდებოდა, 86-ე წუთამდე მასპინძლები იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში “სამეფო კლუბმა” ანგარიშის შემობრუნება მოახერხა. წონასწორობა ვინიციუს ჯუნიორმა აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაიტანა. “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც 86-ე წუთამდე მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა და იმაში, რომ ამ დრომდე “ბლანკოსებს” მეტოქის კარი არ ჰქონდათ აღებული, მეტწილად სწორედ 20 წლის ქართველი ტალანტის დამსახურება იყო. თუმცა, ფრანგი ფორვარდის გოლისას მამარდაშვილის შეცდომაზე საუბარი ნამდვილად შეიძლება.

მატჩის შემდეგ, მარცხს ქართველი ფეხბურთელი Instagram-ში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა, სადაც წერს: "უიღბლო დღე, კარგი გამოცდილება".
 
View this post on Instagram
 

A post shared by Giorgi Mamardashvili (@gmamardashvili25)

  "ვალენსია" შემდეგ შეხვედრას ლა ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით, 22 სექტემბერს, "სევილიასთან" სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები