Belive

უილფრედ ზაჰამ ზღაპრული შეთავაზება მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კრისტალ პალასის" ლიდერმა, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა უილფრედ ზაჰამ ჩინეთის დივიზიონიდან ზღაპრული შეთავაზება მიიღო. შეთავაზების თანახმად ფეხბურთელი 44 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. უფრო კონკრეტულად კი თუ ზაჰა შემოთავაზებას დათანხმდება ის 11 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს წელიწადში. კონტრაქტში აღნიშნულია, რომ 26 წლის ფეხბურთელს აქვს შანსი, რომ ბონუსებით წელიწადში 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავოს დამატებით. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "კრისტალ პალასის" 26 წლის ცენტრალური ფორვარდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. ტრანსფერის სანაცვლოდ ასევე 44 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს "კრისტალ პალასი". ინგლისურ კლუბში კოტ დივუარელი ფეხბურთელი ჰონორარის სახით კვირაში 130 000 გირვანქას იღებს. უილფრედ ზაჰა "კრისტალ პალასის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ჯამში ყველა ტურნირზე 28 გოლი გატანა მოახერხა.  

სხვა სტატიები