Belive

უიმბლდონის ფეხბურთელმა წვერი თავისი გუნდის ფერებში შეიღება (ფოტო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური "უიმბლდონის" ფეხბურთელმა, სკოტ უაგსტეფმა წვერი თავისი გუნდის ფერებში შეიღება. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, Fa Cup-ის 1/16 ფინალში სკოტის გუნდმა "ვესტ ჰემი" ანგარიშით, 4:2 დაამარცხა. 28 წლის ვინგერმა მატჩამდე პირობა დადო, რომ წარმატების შემთხვევაში ის წვერს "უიმბლდონის" ფერებში შეიღებავდა. როგორც ხედავთ, უაგსტეფმა სიტყვა შეასრულა.

სხვა სტატიები