Belive

უქმეების საუკეთესო მატჩები, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
შაბათ-კვირას ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მთელი რიგი საინტერესო და სანახაობრივი მატჩები გაიმართება. წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე საინტერესო მატჩებს და გირჩევთ, რომ უყუროთ:

"ევერტონი" - "ლივერპული"

დაწყების დრო -  15:30 საათი

სტადიონი - "გუდისონ პარკი"

17 ოქტომბერს, ტოპ 5 ჩემპიონატიდან, დღის პირველი მატჩი "მერსესაიდული" დერბი იქნება. კარლო ანჩელოტის შეგირდები, რომლებიც საუცხოოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებენ, პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს - "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან. "ევერტონს" პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, განვლილ 4 მატჩში 4 გამარჯვება აქვს და 12 ქულით პრემიერ ლიგის სათავეში არიან. მათ 12 გოლი აქვთ გატანილი და 5 გაშვებული. რაც შეეხება "ლივერპულს", მოქმედმა ჩემპიონებმა პირველ 3 ტურში გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა მეოთხე ტურში სამარცხვინოდ დამარცხდნენ "ასტონ ვილასთან" ანგარიშით 7:2.

ურთიერთშეხვედრები:

ამ კლუბებს შორის პირველი დაპირისპირება 1894 წლის 13 ოქტომბერს შედგა, სადაც "ევერტონმა" 3:0 დაამარცხა "ლივერპული". ჯამში კი ერთმანეთის წინააღმდეგ 287-ჯერ აქვთ ნათამაშები, საიდანაც 82-ჯერ "ევერტონმა" მოიგო, 84-ჯერ მატჩი ფრედ მორჩა, ხოლო 121-ჯერ "ლივერპულს" დარჩა გამარჯვება.

"მანჩესტერ სიტი" - "არსენალი"

დაწყების დრო - 20:30 საათი

სტადიონი - "ეტიჰადი"

მეორე მატჩი, რომელიც ხვალ არ უნდა გამოტოვოთ, "ეტიჰადის" სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი "სიტი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი "სიტიმ" ძალიან ცუდად და უშედეგოდ დაიწყო, მათ 3 ტურის შემდეგ 1 გამარჯვება, ფრე და მარცხი აქვთ. რაც შეეხება "მეთოფეებს", მათ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვთ (4-დან 3 გამარჯვება). ეს მატჩი ლონდონელთათვის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რათა ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან და 2015 წლის შემდეგ სტუმრად "სიტისთან" არ მოუგიათ. სერიოზული დანაკლისი კლუბებს არ აქვთ, სიტის დიდხნიანი პაუზის შემდეგ აგუერო უბრუნდება, ხოლო "არსენალს" მხოლოდ მუსტაფი დააკლდება.

ურთიერთშეხვედრები:

ამ კლუბებს ერთმანეთის წინააღმდეგ 177-ჯერ აქვთ ნათამაშები, საიდანაც 47-ჯერ "სიტიმ" მოიგო, 87-ჯერ "არსენალმა", ხოლო ფრედ მატჩი 43-ჯერ დასრულდა.

"ნაპოლი" - "ატალანტა" 

დაწყების დრო - 17:00 საათი

სტადიონი - "სტადიო სან პაოლო"

სერია ა-ს ორი გრანდი, "ნაპოლი" და "ატალანტა" ერთმანეთს 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდებიან. სერია ა-ს მოქმედ გათამაშებაში, "ატალანტა" ისევე როგორც შარშან, საოცარ ფორმაში იმყოფება. მათ 3 ტურში სამივეჯერ გაიმარჯვეს და 13 გოლის გატანა მოახერხეს, მხოლდო 5 მიიღეს საკუთარ კარში. "ნაპოლიმ" კი 2 ტური ჩაატარა და ორივეში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (6:0; 2:0), ხოლო მესამე ტურში ისინი "ბებერ ქალბატონებს" უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა მათი კლუბის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდათ და ამის გამო თამაშზე არ გამოცხადნენ. შესაბამისად მიღებული იქნა გადწყვეტილება, რომ ტექნიკური მარცხი (3:0) ჩაეთვალათ. კორონავირუსის გამო "ნაპოლის" კვლავ 2 ფეხბურთელი - მაკედონიელი ელმასი და პოლონელი - ზილინსკი დააკლდებათ.

ურთიერთშეხვედრები:

წინა მატჩებთან შედარებით, "ნაპოლისა" და "ატალანტას" ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია არ აქვთ. ისინი სულ 31-ჯერ არიან შეხვედრილები ერთმანეთს, საიდანაც 12-ჯერ "ნაპოლის" დარჩა გამარჯვება, 10-ჯერ "ატალანტას", ხოლო 9-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა.

"ინტერი" - "მილანი"

დაწყების დრო - 20:00 საათი 

სტადიონი - "სან სირო"

დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი მილანში შედგება. მილანური დერბი "დელა მადონინა" თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩს ორივე კლუბი კარგ ფორმაში ხვდება. მილანს 100%-იანი შედეგი აქვს, სამიდან სამი გამარჯვება, 7 გატანილი და 0 გაშვებული გოლი. ინტერს კი 3-დან 2 გამარჯვება, 1 ფრე. მატჩს გულშემატკივრების მცირე რაოდენობაც დაესწრება. სერიოზული დანაკლისი აქვს "ინტერს", მათ 9 ფეხბურთელი დააკლდებათ - ბასტონი, გალიარდინი, ნაინგოლანი, რადუ, სანჩესი, სენსი, შკრინიარი, ვესინიო, ეშლი იანგი. რაც შეეხება "მილანს", მათ - კონტი, გაბია, მუსაჩიო და ანტე რებიჩი დააკლდებათ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის დამარცხების შემდეგ პირველ მატჩს გამართავს - ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ურთიერთშეხვედრები:

საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს ამ კლუბების დაპირისპირებას. ისინი ერთმანეთს 225-ჯერ არიან შეხვედრილები, საიდანაც გამარჯვება "ინტერს" 82-ჯერ დარჩა, "მილანს" - 76-ჯერ, ხოლო ფრედ დასრულდა 67 მატჩი.

"სელტიკი" - "რეინჯერსი"

დაწყების დრო - 15:30 საათი 

სტადიონი - "სელტიკ პარკი"

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, საინტერესო, ცივსისხლიანი დერბი შედგება გლასგოში, სადაც "სელტიკი" "რეინჯერსს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. ამ მატჩს ხიბლს ის ფაქტიც უმაღლებს, რომ 10 ტურის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს სწორედ ეს გუნდები იყოფენ. პირველ ადგილზე იმყოფება "რეინჯერსი", რომელსაც 10 ტურიდან, 8-ში გაიმარჯვა, 2 კი ფრედ დაასრულა და 26 ქულა აქვთ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთ ამ კლუბს არ აქვს წაგებული მატჩი შოტლანდიის ჩემპიონატში. სელტიკი მეორე ადგილზეა 25 ქულით და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან "რეინჯერსს".

ურთიერთშეხვედრები:

ამ კლუბების დაპირისპირებას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორია აქვს. საერთო ჯამში ერთმანეთის წინააღმდეგ 334-ჯერ აქვთ ნათამაშები, სადაც 126-ჯერ "რეინჯერსმა" მოიგო, 119 "სელტიკმა", ხოლო 89 მატჩი ფრედ დასრულდა. Live.ge უიქენდის სასიამოვნოდ გატარებას გისურებთ.

სხვა სტატიები