Belive

უკან იტალიაში, მაგრამ არა ნეაპოლში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" მაურო იკარდის არ ეშვება. კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიცის ღრმად სწამს, რომ სეზონის ბოლოს არგენტინელი თავდამსხმელის დამატებას მოახერხებს. "ბებერი ქალბატონის" რიგებში დაბრუნება თავად "ნაპოლის" საკუთრებაში მყოფ ფორვარდსაც სურს, რომელიც ამჟამად "პსჟ-ში" განათხოვრების წესით თამაშობს. თავის მხრივ, 26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება "პარი სენ-ჟერმენსაც" აქვს, რომლის მმართველებიც მაუროს შედეგიანი სეზონით კმაყოფილები არიან. იკარდის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა. ამ სეზონში იკარდიმ ყველა ტურნირზე 18 მატჩში 14 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები