Belive

უხეში შეცდომის შემდეგ მსაჯი მუხლებზე დაეცა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ფრედერისიასა" და "ვენდისელს" შორის გამართული მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. დანიის რანგით მეორე დივიზიონის ეგიდით გამართული მატჩის დროს დაშვებული უხეში შეცდომის გამო, დანიელი მსაჯი მუხლებზე დაეცა. შეხვედრის პირველ ტაიმში, როდესაც "ფრედერისია" მარცხდებოდა (0:1) მასპინძლებმა კონტრ-შეტევა წამოიწყეს. საჯარიმოსთან "ვენდისელის" ფეხბურთელმა წესები დაარღვია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ჯარიმა დანიშნა. აღსანიშნავია, რომ სასტვენის მომენტში "ფრედერისიას" ფეხბურთელს საკუთარი თანაგუნდელისთვის უკვე ჰქონდა საგოლე გადაცემა გაკეთებული და ეს უკანასკნელი მეკარესთან ერთი-ერთზე იყო გასული. ნილს ჰერი საკუთარი უხეში შეცდომის მომენტალურად გაანალიზების შემდეგ, მუხლებზე დაეცა.