Belive

უკრაინაში ომს შახტარის ვეტერანი ფეხბურთელი ემსხვერპლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს, დონეცკის "შახტარის" ვეტერანი ფეხბურთელი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. რუსული აგრესიის მსხვერპლი ამჯერად 68 წლის ვლადიმირ როგოვსკი გახდა, რომელიც ალყაში მოქცეულ ქალაქ ხერსონში იმყოფებოდა. ამპლუით თავდამსხმელი "შახტარში" 1975-დან 1982 წლამდე თამაშობდა, მან კლუბის 224 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ორჯერ გახდა სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (1975, 1979) და სსრკ თასის გამარჯვებული (1980). ვლადიმირმა შახტარის ისტორიაში ევროტურნირებზე პირველი გოლის გატანა მოახერხა, რომელიც მან "დინამო ბერლინის" წინააღმდეგ 1976/77 უეფას თასზე გაიტანა. რუსეთის ფედერაციამ 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე სამეხდრო მოქმედებები დაიწყო, მას შემდეგ ომი განუწყვეტლივ გრძელდება.  

სხვა სტატიები