Belive

უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატი აგვისტოში განახლდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი პაველკოს თქმით, უკრაინაში საფეხბურთი ჩემპიონატები აგვისტოში უნდა განახლდეს:
,,ჩვენს პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვუთხარი თუ როგორი მნიშვნელოვანია ფეხბურთი ყურადღების გადატანისთვის. ვთქვით, რომ ფეხბურთს აქვს დიდი ძალა, ადამიანებს მომავალზე ფიქრში დაეხმაროს, რადგან ახლა ხალხი არც ისე კარგ ხასიათზეა. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის ჩემპიონატს აგვისტოში განვაახლებთ. ჩავატარებთ შეჯიბრებებს ყველა დონეზე. განახლდება პრემიერლიგა, პირველი და მეორე დივიზიონი და, ასევე, ქალთა ეროვნული ჩემპიონატი,'' - განაცხადა პაველკომ.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი 26 აპრილს, 18 ტურის შემდეგ შეწყდა.

სხვა სტატიები