Belive

უკრაინელი მეკარე: "საქართველოში "ვან დერ სარები" და "კასილიასები" უნდათ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2019 წელს "დინამო ბათუმმა" "კარპატიდან" 32 წლის მეკარე მაქსიმ კუჩინსკი დაიმატა. აჭარულ გუნდში გატარებული 5 თვის მანძილზე უკრაინელ ფეხბურთელს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.  საბოლოოდ, კუჩინსკიმ საქართველო ისე დატოვა, რომ მოედანზე სათამაშოდ არც გასულა. უკრაინულ მედიასთან მაქსიმმა "დინამო ბათუმში" გატარებული პერიოდი ცუდად გაიხსენა.
"კარპატი" ჩემს შენარჩუნებას ცდილობდა, თუმცა ამისთვის მხოლოდ კაპიკებს იმეტებდნენ. ამავდროულად, დამირეკეს ბათუმიდან და გაცილებით სერიოზული პირობები შემომთავაზეს. დავინტრიგდი, რადგან ყველას გვყავს ოჯახები, "კარპატთან" ხელშეკრულება აღარ გავაგრძელე და ბათუმში ჩავედი. რეალურად, ისე არ აღმოჩნდა, როგორც ამას ისინი მპირდებოდნენ, იქ მე არავინ მელოდებოდა. საქართველოში ყველაფერი მომწონდა, ნამდვილად ლამაზი ქვეყანა და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ვყოფილვარ. რატომ არ დავრჩი "დინამოში"? შეგიძლიათ ნახოთ, რომ 5 თვის განმავლობაში ერთი შანსიც არ მიმიღია. უკრაინელი მეკარე ლევჩენკო იქ 8 თვე იყო. ახლა გუნდი ისევ მეკარეს ეძებს. როგორც ჩანს, "ვან დერ სარები" და "კასილიასები" უნდათ. ერთხელ ცაცია მარცხენა მცველს ეძებდნენ, უკრაინის ჩემპიონატიდან 2 ფეხბურთელი დავუსახელე, თუმცა უარი თქვეს. მაშინ ვუთხარი, რომ "რეალისთვისა" და "ბარსელონასთვის" დაერეკათ, იქნებ იქ მოეძებნათ ვინმე. თუმცა, ერთი ფეხბურთელის დასამატებლად მთელი "დინამო ბათუმის" გაყიდვა მოუწევდათ," - თქვა კუჩინსკიმ.
     

სხვა სტატიები