Belive

უკრაინელი მწვრთნელი შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკრაინელი მწვრთნელი, იური ვერნიდუბი სამშობლოში გაემგზავრა. ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალისტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. მოგვიანებით, კომენტარი ვერნიდუბმა გააკეთა.
"თავდაცვაში არ ვარ, მაგრამ შევუერთდი შეიარაღებულ ძალებს. ახლა საარტილერიო ბრიგადა ყალიბდება, არ ვიცი როდის წავალთ, შესაძლოა, დღეს ან ხვალ. უცნობია სად გავემგზავრებით, მაგრამ რიგში ვარ და მზად ვარ უკრაინის დასაცავად. ამის შესახებ ჯერ კლუბმა არ იცის. მათ დღეს შევატყობინებ, მაგრამ მანამდე ვუთხარი, რომ მამაკაცებს ჩვენი ქვეყნის დატოვება არ შეეძლოთ, რადგან საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ადრე თუ გვიან, ტირასპოლის "შერიფის" ხელმძღვანელობა გაიგებს, რომ სამშობლოს დასაცავად წავედი. დღეს ვგეგმავ გუნდის გენერალურ დირექტორ, ვაჟა თარხნიშვილთან არსებულ ვითარებაზე საუბარს. ვფიქრობ, ვაჟა გამიგებს, რადგან მან იგივე განვლო, რაც უკრაინელებმა. ის ქართველია, 2008 წელს კი რუსეთმა მისი ქვეყნის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ამიტომ, ვაჟა თარხნიშვილს ყველაზე უკეთ ესმის ჩემი. "შერიფმა" ჩემი ოჯახის მოლდოვაში გადაყვანა შემომთავაზა. მაგრამ, როცა წავედი ზაპოროჟიეში და დავინახე რამდენი ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას ამ რთულ დროს... ეს კატასტროფაა. ამიტომ, გადავწყვიტე არ მოვქცეულიყავი ისე, როგორც ეს მათ გააკეთეს, არ შემეშინდა. მთელი ჩემი ოჯახი ზაპოროჟიაშია," - ამბობს იური ვერნიდუბი.

სხვა სტატიები