Belive

უკრაინელმა ფეხბურთელმა ფიცი დადო და თავდაცვის ძალებს შეუერთდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"კოლოს კოვალივკას" ფეხბურთელი, ანდრეი ბოგდანოვი რუსეთის წინააღმდეგ სამშობლოს დაიცავს. 32 წლის ნახევარმცველი, რომელიც ომის დაწყებისთანავე თავდაცვის რიგებში ჩაეწერა, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ანდრეიმ ფიცი დადო და ის უკრაინის თავდაცვის ძალებს შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ბოგდანოვის გარდა, ოკუპანტების წინააღმდეგ იარაღი ხელში მოქმედმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა, სერგეი სტახოვსკიმაც აიღო. იგივეს აკეთებს ვეტერანი ჩოგბურთელი, ოლექსანდრ დოლგოპოლოვიც.

სხვა სტატიები