Belive

უკრაინის დასახმარებლად სნეიდერმა საქველმოქმედო მატჩი გამართა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 მარტს უტრეხტში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ლტოლვილების დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ უტრეხტის მერმა, შერონ დეიკსმამ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ორგანიზატორი ლეგენდარული ნიდერლანდელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი იყო. გარდა ამისა, მატჩში მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდებში მცხოვრებმა უკრაინელმა, ევგენი ლევჩენკომ: ის 2002-2008 წლებში უკრაინის ნაკრებში ასპარეზობდა.
„დღეს, უესლი სნაიდერის ინიციატივით, ჩატარდა საქველმოქმედო თამაში, საიდანაც შემოსული თანხა უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება.  რა თქმა უნდა, ღონისძიებაში მონაწილეობდა ევგენი ლევჩენკოც. რა შესანიშნავი ინიციატივაა!“ - წერს უტრეხტის მერი, შერონ დეისკმა.

სხვა სტატიები