Belive

უკრაინის ევრო 2020-ის მაისურზე ქვეყნის საზღვრის კონტურია დატანილი | რუსები ბრაზს არ მალავენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინამ "ევრო 2020"-ის მაისური წარადგინა - ახალ ფორმაზე ქვეყნის საზღვრის კონტურია დატანილი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასევე, მაისურზე ვხვდებით წარწერას: "დიდება უკრაინას". საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინელთა ორიგინალური გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა. 2014 წლის 18 მარტს, უკრაინის ტერიტორია, ყირიმი, რუსეთის მიერ ანექსირებულ იქნა - ამჟამად, ტერიტორიას სეპარატისტული ძალები აკონტროლებენ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს. თავის მხრივ, რუსეთი "ანექსიის" იარლიყს ეწინააღმდეგება და მომხდარს ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის შესაძლებლობას უწოდებს. ამიტომაც ცხადია, რომ უკრაინის ახალ მაისურს რუსეთში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერია, მარია ზახაროვას განცხადებით, მაისურზე გამოსახული ნაციონალისტურია და ნაცისტურ სულისკვეთებასთან ასოცირდება. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ანდრეი პაველკოს შეფასებით კი, ახალი მაისური ქვეყნის საერთო ძალისა და მონდომების ამსახველია. "ფეხბურთელები მოედანზე მთელი უკრაინის სახელით იბრძოლებენ", - განაცხადა მან. უკრაინის ნაკრები ევრო 2020-ზე პირველ მატჩს 13 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს. C ჯგუფში უკრაინელები ასევე ავსტრიასა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები