Belive

უკრაინის ნაკრების კარში შესაძლოა, 45 წლის მეკარეების მწვრთნელი ჩადგეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ნაკრები საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გუნდში კორონავირუსის დაავადებამ შეაღწია. გუნდის სამივე მეკარე კორონავირუსით არის დაინფიცირებული. აღსანიშნავია, რომ Covid-19-ით დაინფიცირებულ მეკარეთა შორისაა მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი, ანდრეი ლუნინი. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ანდრეი შევჩენკო იძულებული გახდა საფრანგეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩის განაცხადში ლეგენდარული უკრაინელი გოლკიპერი ალექსანდრ შოვკოვსკი შეიყვანა, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 4 წლის წინ დაასრულა. საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, უკრაინის ნაკრების კარს გეორგი ბუშჩანი დაიცავს, რომელიც "დინამო კიევის" ღირსებას იცავს, თავად შოვკოვსკის კი, სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ. შოვკოვსკის უკრაინის ნაკრებში 89 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ პერიოდში მან კარის მშრალად შენახვა 44-ჯერ შეძლო.

სხვა სტატიები