Belive

უკრაინის ნაკრების ვეტერანი: "ჩვენ მთელი ევროპისთვის ვიბრძვით"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა სერგეი რებროვმა, რომელიც ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, "ალ-აინის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ბრიტანულ Goal.com-თან ინტერვიუში, მის სამშობლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
"დღეს ჩვენ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის ვიბრძვით. ჩვენ ძლიერი და ამაყი ხალხი ვართ და დღეს ამას ვაჩვენებთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ახლა განურჩევლად უტევს. ისინი კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს, ბავშვებს. ეს არის ყველაზე რთული საკითხი. ეს სისასტიკეა. მათ თქვეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას აპირებენ, მაგრამ ეს სწორად არ გააკეთეს, ახლა კი მთელი ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ. ისინი არ მოსულან მხოლოდ ჩვენს სამხედროებთან საბრძოლველად, ისინი ყველას კლავენ და ეს უსამართლობა ჩვენ უკრაინელებს კიდევ უფრო გვაკავშირებს. ამჟამად ყველა ეხმარება უკრაინას და ამის გაკეთების სხვადასხვა გზა არსებობს. თქვენ ხედავთ, რომ მოხალისეებს მუდმივად მოაქვთ საკვები, ეხმარებიან ჩვენს ჯარს და ხალხს. ადვილი არ არის, როდესაც ხედავთ, რომ ბომბი ყველგან ცვივა. ეს ხალხი ძალიან გაბედულია ასეთი რისკების წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ დღეს ყველა ცდილობს უკრაინის დახმარებას. რა თქმა უნდა, მათ მეტის გაკეთება შეუძლიათ. მთავარია საჰაერო სივრცის დახურვა. უკრაინაში ყველა ამაზე საუბრობს და ლოცულობს. ეს არის დაცვა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. რადგან, როგორც ვთქვი, ისვრიან ბომბებს და რაკეტებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით. ისინი ბომბავენ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ევროპასა და ნატოს მაინც შეუძლიათ დაგვეხმარონ ამაში. მაგრამ დიახ, ჩვენ მოხარული ვართ იმ პოზიციით, რომელიც ყველა ქვეყანამ დაიკავა, ჰუმანიტარული დახმარებით და მოხალისეებით. რომლებიც მობილიზებულნი არიან, მაგრამ ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ", - თქვა სერგეი რებროვმა.
რებროვს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში კიევის "დინამოს", "ფენერბახჩეს", "ვესტ ჰემის" და "ტოტენჰემის" შემადგენლობაში თამაშობდა. რუსეთის ფედერაციამ 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო, მას შემდეგ ომი განუწყვეტლივ გრძელდება.

სხვა სტატიები