Belive

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ღირსეული საქციელი: რუსულ კლუბში გადასული უკრაინელი ფეხბურთელი ნაკრებიდან გააგდეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს 4 თებერვალს ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი - იაროსლავ რაკიცკი რუსულ "ზენიტში" გადავიდა. იგი "ზენიტმა" 10 მილიონ ევროდ შეიძინა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის (ФФУ) ოფიციალურ საიტზე ეროვნული ნაკრების სიაში იაროსლავ რაკიცკი აღარ არის.  როგორც უკრაინული მედია იუწყება, რაკიცკი რუსეთში გადასვლისთვის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს.
შეგეხსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რომელიც პერიოდულად უფრო და უფრო იძაბება და მწვავე ფორმას იღებს.
რაკიცკი უკრაინის ნაკრებში 2009 წლიდან ირიცხება, მას 54 მატჩი  აქვს ჩატარებული, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები